მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თუ მსოფლიო პუტინს უკრაინიდან ვერ გააძევებს, მაშინ საფრთხე უფრო სერიოზული იქნება

ესპანეთი უკრაინაში Leopard 2-ის 6 საბრძოლო ტანკის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა დღეს ესპანელ პარლამენტარებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რობლესმა აღნიშნა, რომ მომავალში, შესაძლოა, უკრაინაში უფრო მეტი ტანკი გაიგზავნოს.

25 იანვარს, გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

11 თებერვალს, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი უკრაინაში გასაგზავნად მზად იქნება.

შოლცის თქმით, გერმანია თავის მოკავშირეებთან ერთად უკრაინას ტანკებს სწორედ იმისთვის აწვდის, რომ ქვეყანამ ბრძოლის ველზე თავის დაცვა შეძლოს. ამასთან, გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ უკრაინისთვის დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ იქნება გამოყენებული. მისი განცხადებით, ამ საკითხზე კონსენსუსი არსებობს.

14 თებერვალს, “რამშტეინის” მორიგი შეხვედრის შემდეგ, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რვა ქვეყანა თანამშრომლობს უკრაინის ლეოპარდის ტანკებით უზრუნველყოფაში. ესენია გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები.

შეგახსენებთ, 24 იანვარს გერმანიამ განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. გარდა ამისა, ბერლინმა პარტნიორ ქვეყნებს ნება მისცა, რომ უკრაინას საკუთარი წარმოების ტანკები გაუგზავნონ. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, Leopard-ის ტანკების პირველი ბატალიონი უკრაინაში მარტში ან აპრილში ჩავა.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, თუ მსოფლიო პუტინს უკრაინიდან ვერ გააძევებს, მაშინ საფრთხე უფრო სერიოზული იქნება.

ამასთან, ჯონსონი დასავლეთის ქვეყნებს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებს.

“სამხედრო დახმარება უკრაინელებს ომში გამარჯვებაში დაეხმარება, რაც გადამწყვეტი იქნება დასავლეთის უსაფრთხოებისთვის. თუ ჩვენ პუტინს უკრაინიდან ვერ გავაძევებთ, თუ უკრაინელები წააგებენ, მაშინ საფრთხე მთელი ევროატლანტიკური უსაფრთხოების ზონისთვის, შეერთებული შტატებისთვის უფრო სერიოზული იქნება”, – თქვა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა.

ჯონსონის თქმით, უკრაინას მეტი ტანკი და შორ მანძილზე მოქმედი არტილერია სჭირდება. ამავდროულად, ის აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უნდა გადასცენ, რადგან მისი განცხადებით, თვითმფრინავები უკრაინაში ერთი წლის წინ რომ ყოფილიყო გაგზავნილი, მაშინ უკრაინა გაცილებით უფრო ახლოს იქნებოდა ომის დასრულებასთან.

“თუ ეს მოხდება ადრე თუ გვიან – თუ ეს არჩევანია – მაშინ მოდით, გადავცეთ მათ, რაც სჭირდებათ უფრო ადრე, რადგან ეს ჰუმანურობა და თანაგრძნობაა”, – განაცხადა ჯონსონმა.

იტალია უკრაინას სამი ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს. ამის შესახებ იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯორჯია მელონის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვა.

“როდესაც არის შეტევა, ყველა იარაღი თავდაცვითია. ახლა თვითმფრინავების გაგზავნაზე საუბარი არ არის, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა იქნას მიღებული. ჩვენ ბევრს ვმუშაობდით ამაზე საფრანგეთთან ერთად, რათა ჩვენი ტექნოლოგია სწრაფად გაგვეერთიანებინა. დახმარების პაკეტში არსებლი SAMP-T საზენიტო-სარაკეტო სისტემები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე არის სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემები, კერძოდ, Skyguard და Spike”- თქვა მელონიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button