მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
“თუ პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი შეჩერდა მონიტორინგს განვახორციელებთ”-ლომჯარია
თუ უახლოეს დღეებში პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი შეჩერდება ომბუდსმენის მონიტორის ჯგუფი მონიტორინგისთვის ნინოწმინდაში ჩავა. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
“თუ უახლოეს დღეებში დავინახეთ, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანისა და მათი ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი გაჩერდა და არ განხორციელდა ისე აქტიურად, როგორც ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ განვახორციელოთ მონიტორინგი”,- თქვა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, 14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის პროცესი პროცესი 6 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა.