თუ პუტინი ჩვენს დაჩოქებას გეგმავდა, სრულიად საპირისპირო მიიღო მან ენერგეტიკული ბრძოლა წააგო

პუტინმა ენერგეტიკული ბრძოლა წააგო, შანტაჟმა არ იმუშავა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე გაზის Troll A პლატფორმაზე ვიზიტის დროს განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტს თან ახლდნენ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე.
“პუტინმა აშკარად წააგო ენერგეტიკული ბრძოლა, რომელიც მან დაიწყო და მისმა შანტაჟმა არ გაამართლა“, – ამბობს ლეიენი ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე გაზის Troll A პლატფორმაზე ვიზიტის დროს.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი ახლა გაცილებით მეტ ენერგორესურსებს მიიღებს ისეთი მოკავშირეებისგან, როგორებიც არიან აშშ და ნორვეგია. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები გააკეთა ენერგიის განახლებად წყაროებში და ენერგიის მოხმარება 20%-ით შეამცირა.
“ასე რომ, თუ პრეზიდენტი პუტინი ჩვენს დაჩოქებას გეგმავდა, მან სრულიად საპირისპიროს მიაღწია. ახლა უფრო ძლიერები და დამოუკიდებლები ვართ, ვიდრე ოდესმე”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ამასთან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსული გაზის ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდების შეკვეცის მიუხედავად ბუნებრივი აირის ფასი დაეცა მას მერე, რაც ევროპის კავშირმა და მისმა მოკავშირეებმა ერთობლივად მოქმედებით შეძლეს ვითარების გაკონტროლება, განაცხადა ევროპის კომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა 17 მარტს, იტყობინება სააგენტო Reuters-ი.
„როცა ერთად ვიმოქმედეთ, რათა რუსეთიდან გაზის მოწოდების შემცვლელი მოგვენახა, ფასები შემცირდა“ – თქვა ევროკომისიის თავმჯდომარემ ჩრდილოეთის ზღვაში გაზის პლატფორმაზე სტუმრობის დროს.
უკრაინაში ომამდე ევროპის კავშირის ქვეყნების ბუნებრივი აირით მომარაგება ძირითადად რუსეთიდან ხდებოდა. უკრაინაში მოსკოვის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შემცირდა გაზის მიწოდება და ბლოკის წევრებმა უარი თქვეს რუსულ აირზე, რასაც ფასის ზრდა და კრიზისი მოჰყვა. აირის სხვა წყაროების მოძებნის შემდეგ ფასები შედარებით შემცირდა და სტაბილური დარჩა