საქართველოსიახლეები

“თუ საპატრიარქო გვეტყვის, [ტესტს] გავიკეთებთ”

მამა იოანე მჭედლიშვილი ამბობს, რომ იგი ეკლესიას ემორჩილება და კორონავირუსის ტესტის გაკეთებაზე, რასაც საპატრიარქო ეტყვის, იმას გააკეთებს.

“თუ საპატრიარქო გვეტყვის, რომ შეიძლება ამის გაკეთება, აუცილებლად გავიკეთებთ”, — ამბობს მამა იოანე რუსთავი 2-თან საუბარში.

ჯანდაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა COVID-19-ის ტესტირების ალგორიმთი შეიმუშავეს, რომელიც განსაზღვრავს, ვინ და როგორ დაიტესტება. ალგორითმში მოხვდნენ სასულიერო პირებიც. ამ თემაზე გუშინ პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა:

“ეს უკავშირდება ყველაფერს და პირველ რიგში, რისკების შეფასებას ეპიდემიოლოგების მხრიდან. საერთოდ, ამ პროტოკოლის შეცვლა დაკავშირებულია რისკების შეფასებასთან და რა თქმა უნდა, ეპიდემიის განვითარებასთან, ახალ ეტაპზე გადასვლასთან ქვეყანაში”.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 230 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გარდაცვლილია 3 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 54.

მსგავსი პოსტები

Back to top button