მნიშვნელოვანირეგიონი
თუ შეთანხმება ვერ შედგა, შესაძლოა ახმეტის სოფელში სკოლა აღარ აშენდეს
ახმეტაში, საკობიანოს თემში შემავალ სოფელ ქორეთში მოსახლეობის ნაწილი სტადიონზე სკოლის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებას აპროტესტებს.
ისინი შენობისთვის სხვა, ალტერნატიული ადგილის მოძიებას ითხოვენ. ვითარების გასარკვევად სოფელში განათლებისა და მეცნიერების სამინსტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგნელები ჩავიდნენ.
დაიწყო მსჯელობა ალტერნატიულ ლოკაციაზეც, თუმცა ირკვევა, რომ თუ შეთანხმება ვერ შედგა, შესაძლოა საკობიანოში სკოლა აღარ აშენდეს და პროექტი სხვა დასახლებაში განხორციელდეს.
რა პირობებში სწავლობენ მოსწავლეები ახმეტის სოფლებში და რას წერს სახალხო დამცველი 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში სასკოლო ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე?
მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►