“თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, მე მოვხსნი კანდიდატურას”

თსუ-ს კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს იმ სტუნდეტებს, რომლებიც მის კანდიდატურას აპროტესტებენ. მისივე თქმით, საკუთარი კანდიდატურა უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გამო დააყენა.

ასევე, გიორგი გაფრინდაშვილი ყელა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, არ ჩაერთონ უნივერსიტეტში მიმდინარებ პროცესებში.

„რაც შეეხება სტუდენტების მოთხოვნას ჩემი კანდიდატურის მოხსნაზე დემოკრატია ითვალისწინებს პრინციპს – 50 +1 სისტემას და ჩატარდეს სხდომა და თუ უმრავლესობა გადაწყვეტს მე მოვხსნი ჩემს კანდიდატურას“, – აცხადებს გიორგი გაფრინდაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button