მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თუ ვაშინგტონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს, ამას შესაძლოა „არაპროგნოზირებადი შედეგები“ მოჰყვეს

რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს განუცხადა, რომ თუ ვაშინგტონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს, ამას შესაძლოა „არაპროგნოზირებადი შედეგები“ მოჰყვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post ავრცელებს.

„მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შეაჩერონ უკრაინის უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რაც არაპროგნოზირებად შედეგებს გულისხმობს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“,-ნათქვამია რუსეთის მიერ აშშ-სადმი გაგზავნილ დიპლომატიურ ნოტაში.

ამ დროისთვის, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მთლიანობაში 1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება გამოუყო.

აპრილის დასაწყისში, აშშ-ს სამხედრო მარაგებიდან უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდება დამტკიცდა.

ამასთან რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ფრაქცია “სამართლიანი რუსეთის” ხელმძღვანელი სერგეი მირონოვი ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ მან ანტონ კრასოვსკისთან გადაცემა “ანტონიმებში” ისაუბრა:

“უნდა დაიბომბოს ის ადგილები სადაც არის გადაწყვეტილების მიღების ცენტრები, სადაც არის ზელენსკი, გენერალიტეტი…”-განაცხადა მირონოვმა.

ჟურნალისტის კითხვაზე რა მოხდება თუ დაბომბის დროს ზელენსკი მოკვდება, აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლის პასუხი იყო – “ჯანდაბამდე გზა ჰქონია,”

წამყვანის დამატებით შეკითხვაზე, მაშინ ვის უნდა მოელაპარაკოს რუსული მხარე, მირონოვმა უპასუხა, რომ მოსალაპარაკებელი არც არავისთანაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button