მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
თურნავამ ამერიკელ კონგრესმენებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მხარდაჭერა სთხოვა
საქართველოში ამერიკული ინვესტიციებისა და ბიზნესების პერსპექტივებზე ისაუბრა ნათია თურნავამ ამერიკელ კონგრესმენებთან.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის საკითხი და კონგრესმენებს მოლაპარაკებების დასაწყებად მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.
ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში ვიზიტი, ორგანიზებულია აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.