თურქეთ-აზერბაიჯანის და რუსეთ-სომხეთის ერთობლივი წრთვნები
თურქეთ-აზერბაიჯანს შორის გასამართი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნებისათვის გაგზავნილი თურქული სამხედრო შენაერთების ერთი ნაწილი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკვე ჩავიდა.
ნახიჩევანში თურქული სამხედრო ვერტმფრენებიც ჩაფრინდნენ. რეგიონში ჩასულ თურქ სამხედრო შენაერთებს ადგილობრივები აზერბაიჯანის და თურქეთის დროშებით და ეროვნული ჰიმნებით დახვდნენ.
ცნობისათვის, ანკარასა და ბაქოს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, 29 ივლისიდან 10 აგვისტომდე, აზერბაიჯანული და თურქული შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩატარდება, რომელშიც ორივე ქვეყნის სახმელეთო და საჰაერო ძალები, სამხედრო პერსონალი, ჯავშანტექნიკა, არტილერია და საავიაციო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას.
ერთი კვირის წინ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს სომხეთმა და რუსეთმაც.
შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო. საომარი მოქმედებების შედეგად, დანაკარგი ორივე მხარის სამხედრო ძალებმა განიცადა.