თურქეთი ღაზის სექტორში გენოციდთან დაკავშირებით სარჩელს შეიტანს
აეროს გუნდი 19 ნოემბერს აცხადებს, რომ ღაზის საავადმყოფოში რჩება 291 პაციენტი

“თურქეთი შესაბამის ინსტანციებში სარჩელის შეტანა აპირებს „ღაზის სექტორში გენოციდთან“ დაკავშირებით”. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა თურქეთის ეროვნული სტუდენტური კავშირის 62-ე გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Anadolu.
“2000-ზე მეტ ადვოკატთან ერთად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს გენოციდის შესახებ საჩივრით. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და არ მივატოვებთ მას შუა გზაზე. საფასური გადახდილი იქნება”, – ციტირებს სააგენტო თურქეთის მეთაურს.
სტუდენტთა წინაშე გამოსვლისას ერდოანმა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად იმყოფებოდა გერმანიაში სამუშაო ვიზიტით, ასევე განაცხადა, რომ ანკარა ეცდება გაათავისუფლოს ჰამასის ხელში მყოფი მძევლები, თუკი ბერლინი „გადადგამს ნაბიჯს“ ისრაელის ხელში მყოფი „10000 მძევლის“ გასათავისუფლებლად.
„რა იგულისხმა ერდოღანმა, როცა რიცხვი 10 000 ახსენა, სრულიად გაუგებარია, – ასეთი კომენტარი გააკეთა სააგენტო dpa-მ თურქეთის ლიდერის მიერ 18 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაზე, – გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში ისრაელის ციხეებში 1500 პალესტინელი იმყოფებოდა “.
„გაერო-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით, ისრაელის ციხეებში 1 500 პალესტინელი იმყოფებოდა“, – განმარტავს სააგენტო.
7 ოქტომბერს, ტერორისტული ორგანიზაციის „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, ბოევიკებმა განაცხადეს, რომ აპირებენ ისრაელის ციხეებში მყოფი ყველა არაბი პატიმრის გათავისუფლებას.
გაეროს გუნდი 19 ნოემბერს აცხადებს, რომ ღაზის საავადმყოფოში რჩება 291 პაციენტი – მას მერე, რაც სხვების ევაკუაცია განხორციელდა. საავადმყოფოში ჩარჩენილებს შორის არიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი 32 ჩვილი, ტრავმირებული პაციენტები ინფიცირებული ჭრილობებით, პირები, რომლებსაც ხერხემლის დაზიანება აქვთ და ვერ გადაადგილდებიან.
გაეროს გუნდმა შეძლო მოენახულებინა შიფას საავადმყოფო, მას მერე, რაც შენობა დატოვეს 2500-მდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა, პაციენტებმა, რომლებსაც სიარული შეეძლოთ და სამედიცინო პერსონალმა – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
ისრაელი დიდი ხანია იუწყება, რომ ღაზის მმართველ “ჰამასს” – რომელსაც აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ – ამ საავადმყოფოში და მის ქვეშ საოპერაციო ცენტრი აქვს განთავსებული.