მსოფლიოსიახლეები

თურქეთი მთვარეზე პირველ მისიას 2023 წლისთვის შეასრულებს

მიმდინარე წლის იანვარში თურქეთმა კომპანია SpaceX-თან თანამშრომლობით დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრი გაიყვანა. წლის მეორე კვარტალში ორბიტაზე კიდევ ერთი თურქული თანამგზავრის გაშვება იგეგმება.

თურქეთი ეროვნული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში მთვარეზე მისიის განხორციელებას 2023 წელს გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„პირველი მისია შესრულდება ჩვენი ეროვნული და აუთენტური ჰიბრიდული რაკეტით, რომელიც ორბიტაზე 2023 წლის ბოლოს გავა“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ანკარაში სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა 10 სტრატეგიული მიზანი წარადგინა, რომელთა შორისაა თურქეთის მოქალაქის კოსმოსში სამეცნიერო მისიაში გაშვება. კოსმოსში სტრატეგიული მიზნების მიღწევას თურქეთის ხელისუფლება უახლოესი ათი წლის განმავლობაში გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button