თურქეთი საქართველოს მსგავსად ,,უცხოური აგენტების,, შესახებ კანონის მიღებას გეგმავს
თურქეთი უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. კანონპროექტი, რომლის განხილვა პარლამენტში უახლოეს დღეებში იგეგმება, მიზნად ისახავს, აღკვეთოს იმ პირთა ქმედებები, რომლებიც, უცხოური ქვეყნის ან ორგანიზაციის გავლენით, სახელმწიფოს უსაფრთხოების ან შიდა თუ გარე პოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, თურქეთში შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტში ბუნდოვანი ჩანაწერებისა და ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობის გამო. მათი აზრით, ხელისუფლებას შეეძლება, კანონი ნებისმიერი კრიტიკული აზრის ჩასახშობად გამოიყენოს.
Bloomberg-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს კანონი წააგავს საქართველოში მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს, რომელმაც დასავლეთის აღშფოთება გამოიწვია.
“ეს ნაბიჯი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის მიერ შემოთავაზებული უფრო ფართო საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია და წააგავს საქართველოში ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონს, რამაც დასალუვრი სახელმწიფოების დაგმობა და ქეყანაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. რუსეთს მსგავსი მექანიზმი, შიდა კრიტიკის ჩასახშობად აქვს”, – ვკითხულობთ Bloomberg-ის სტატიაში.
ამასთან, „ბლუმბერგის“ ცობით, თურქეთში მომზადებული კანონპროექტის თანახმად, კანონის დამრღვევებს, შესაძლოა, შვიდ წლამდე პატიმრობა მიესაჯოთ.
კანონპროექტის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა ათობით მედიასაშუალებამაც, რომლებიც კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ.
გამოცემის თანახმად, თურქეთის სასამართლო ექსპერტები და ჟურნალისტები შეშფოთებულები არიან კანონის ბუნდოვანი ფორმულირების გამო.