თურქეთის მასმედიამ სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა დაასახელა [Photo/video]

თურქეთის მასმედიამ სტამბოლის ათა თურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის სახელი და გვარი გაახმაურა. ეს იყო ჩეჩენი ახმედ ჩატაევი.

გამოცემა Eyni Safak-ის მონაცემებით, თურქეთის უმსხვილესი აეროპორტის ტერმინალში აფეთქების მომწყობი ერთ-ერთი კამიკაძე ჩეჩნეთისა თუ დაღესტნის მკვიდრი ოსმან ვადინოვი იყო. ორივე ტერორისტს “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ადანაშაულებენ.

Eyni Safak-ი გვაცნობებს, რომ ჩატაევი ცნობილ ჩეჩენ ტერორისტ დოკუ უმაროვთან მუშაობდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ – 2013 წელს დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა. ტერორისტები თურქეთში 25 მაისს ჩავიდნენ და სტამბოლის სავაჭრო ცენტრ Historia-ს მახლობლად ბინა დაიქირავეს. ტერაქტრის დღეს, 28 მაისს მათ ტაქსი გამოიძახეს, აეროპორტში გაემგზავრნენ და იქ ტერაქტი მოაწყვეს. თუ სად იმყოფება ამჟამად ჩატაევი, გაზეთის პუბლიკაციაში არაფერია ნათქვამი.

შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს სტამბოლის ათა თურქის სახელობის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალში 3 აფეთქება მოხდა. სამმა ტერორისტმა-კამიკაძემ მგზავრებს ავტომატის ჯერი გაუსნა, რის შემდეგაც ტერმინალის სხადასხვა ადგილზე თავი აიფეთქა. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, მათ რიცხვში 13 უცხოეთის მოქალაქე იყო, ხოლო 239 მძიმედ დაშავდა.

სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” თავის თავზე აიღო.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”37533″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button