მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თურქეთის პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტთან რუსეთ-უკრაინის ომი განიხილა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მის თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერი “ტვიტერის” გვერდზე წერს.

თურქეთის პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტ რუსეთ-უკრაინის ომი განიხილა. ინფორმაციას თურქული მედია პრეზიდენტის კომუნიკაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრელებს.
მათივე ცნობით, ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან რუსეთ-უკრაინის ომთან და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის

ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნის საკითხები განიხილა.
“მქონდა საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. მადლობა გადავუხადე რუსული აგრესიის მსხვერპლთან დაკავშირებით თანაგრძნობის გამოხატვისთვის. ჩვენ თურქეთის მხარდაჭერას ვაფასებთ. განვიხილეთ უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ საკითხები”, – წერს ზელენსკი.

ამასთ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ მისი ყველაზე დიდი სურვილი უკრაინაში მშვიდობის დამყარებაა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზარზე უკრაინული მარცვლეულის გასატანად გრძელდება გაერო-ს მიერ წარმოდგენილ გეგმაზე მუშაობა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გადაწყვეტა დიპლომატიის გზით უნდა მოხდეს და ამისთვის საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. ერდოღანმა სტამბოლის პროცესის განახლებისთვის ყველანაირი მხარდაჭერის, მათ შორის ჩართულობის და შუამავლობის მზადყოფნა გამოთქვა.

გარდა ამისა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთანაც ისაუბრა ტელეფონით მათ რუსეთ-უკრაინის ომი და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნის საკითხები განიხილეს.

ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ გაერო-სთვის დადგა დრო, განახორციელოს ქმედებები შავი ზღვის გავლით მარცველულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნის გეგმასთან დაკავშირებით.

ამასთან, კრემლში პრეზიდენტების საუბრის საკუთარი ვერსია გაასაჯაროვეს.

აღნიშნეს, რომ ლიდერებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხებისა და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ეკონომიკურ თანამშრომლობას, ვაჭრობის მოცულობის გაზრდას, ანგარიშსწორებაში ეროვნული ვალუტის გამოყენებას და რუსული ენერგომატარელების შეუფერხებელ მიწოდებას.

გარდა ამისა, კრემლში დაადასტურეს, რომ უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს, მათ შორის შავ ზღვაში ხომალდების მიმოსვლისა და მარცვლეულის ექსპორტის საკითხი ძალისხმევის კოორდინაციის კონტექსტში.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების გზით, მტკიცე და სამართლიანი მშვიდობით.

ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ როგორც მანამდე, თურქეთი კვლავ მზად არის, უზრუნველყოს ყველა სახის მხარდაჭერა მოლაპარაკებების გასაახლებლად.

მსგავსი პოსტები

Back to top button