თურქეთის სამიტზე კატები დასეირნობდნენ [Video]

15-16 ნოემბერს, ანტალიის პროვინციის ქალაქ ბელეკში „დიდი ოცეულის“ სამიტი ჩატარდა.

ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თურქეთის ხელისუფლებამ ანტალიის პროვინციაში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღო.ქალაქის დიდი ნაწილი ტურისტებისგან, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტისგან მთლიანად გაათავისუფლა და რეგიონის შესასვლელები ჩაკეტა.

რიგითი ადამიანებისთვის დაიხურა ანტალიის აეროპორტის პირველი ტერმინალიც, რომელიც მხოლოდ სამიტის მონაწილეებს ემსახურებოდა.

ქალაქის მისადგომებთან გაძლიერებული პატრულირება მიმდინარეობდა. პერიმეტრს 1,4 ათასი საგზაო პოლიციელი და 12 ათასი სამართალდამცველი აკონტროლებდა. ანტალიის გუბერნატორის ადმინისტრაციამ, 18 ნოემბრამდე, ნებისმიერი მიტინგის, დემონსტრაციის თუ საპროტესტო აქციის ჩატარება აკრძალა.

მაგრამ როგორც ჩანს, მაღალი სტუმრების დასახვედრად, მხოლოდ სამართალდამცველები არ ემზადებოდნენ.

ღონისძიების დაწყების წინ, სამიტის სცენაზე კატები გამოჩნდნენ, სიმბოლიკის ამსახველ ბანერთან და მონაწილე ქვეყნების დროშებთან ურცხვად გაისეირნეს.

“ეს უსაფრთხოების სამსახურის კატები არიან, ზურგზე ნანო-კამერები აქვთ დამონტაჟებული”, – ხუმრობდნენ ჟურნალისტები.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button