თურქეთის ტერაქტში 31 ადამიანი დაიღუპა [Video]
ტერორისტული აქტის შედეგად, 31 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა. ტრაგედია ქალაქ სურუჩში, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან 10 კილომეტრში მოხდა. 18 წლის კამიკაძე ქალმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩაის კაფეში, კულტურის ცენტრის გვერდზე აამოქმედა, სადაც საინიციატივო ჯგუფის წევრები, უმეტესწილად ქურთები იკრიბებოდნენ, – გადმოსცემს Reuters.
სააგენტო აზუსტებს, რომ ჯგუფის წევრებს პრესისთვის განცხადება უნდა გაეკეთებინათ იმის თაობაზე, რომ სირიულ ქალაქ კობანიში გამგზავრებას აპირებდენენ, სადაც ქურთული მილიცია „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ იბრძვის.
ადგილობრივ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ტერაქტში ბრალი ISIS-ის ექსტრემისტულ დაჯგუფებას მიუძღვის.
„ჩვენი გამოცდილებიდან გამომიდინარე, ეს ტერაქტი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მიერ არის მომზადებული“, – განაცხადა თურქეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.