მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

სოციალური მუშაკების გაფიცვა

სოციალური მუშაკები მთელი ქვეყნის მაშტაბით კვლავაც გაფიცულები არიან. მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო გამოსვლას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროფკავშირებიც შეუერთდნენ. სოცმუშაკები პრემიერთან შეხვედრას და საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა, როგორც  სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ასევე სახელმწიფო რესურსის მიმართვა ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დასაცავად და სოციალური სამსახურის სრული რეფორმა.

აქციის მონაწილეების და პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილის ხმა

სოციალურ მუშაკებს სოლიდარობას უცხადებს საიას. სულხან სალაძის განცხადებით, მათი მოთხოვნები ლეგიტიმურია. საიას თავმჯდომარე იმ ზეწოლაზე საუბრობს, რომელი აქციის ჩატარებას წინ უძღოდა. სულხან სალაძის თქმით, იყო მცდელობები იმის, რომ მოეხდინათ გავლენა და სოციალური მუშაკები არ გასულიყვნენ საპროტესტო აქციაზე. სოციალურ მუშაკებს სოლიდარობას უცხადებს ფონდი ”ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორიც. ქეთევან ხუციშვილი აცხადებს, რომ ის პირობები რომელშიც სოციალურ მუშაკებს მუშაობა უწევთ საგანგაშოა.

სულხან სალაძის და ქეთევან ხუციშვილის ხმა

“სოციალური მუშაკების დიდმა ნაწილმა თავისი არჩევანი გააკეთა ამ გაფიცვით”, – ასე ეხმაურება სოციალური მუშაკების მასშტაბურ აქციას ჯანდაცვის მინისტრი.  ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მათ უწყებამ შესთავაზა რეალური გეგმა თუმცა სოციალურმა მუშაკებმა, რომლებიც აქციაში მონაწილეობენ თავისი არჩევანი გააკეთეს.  უწყებაში ამბობენ, რომ სამინისტრო მუშაობს იმ პირობების გადაჭრაზე, რაზეც სოცმუშაკები საუბრობენ. მათ შორის არის ხელფასების ზრდაც.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს და მისი მოადგილე, თამილა ბარკალაიას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button