საგარეჯოში “გარეჯობა 2022” ჩატარდება
დღესასწაული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, სოფელ უდაბნოში 9 ივნისს გაიმართება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღესასწაულზე საგამოფენო სივრცეები, საკონცერტო ნომრები, ჭიდაობა, დოღი, ეთნო -კუთხეები მოეწყობა.
გარეჯობაზე ტრადიციული ქართული კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია ჩატარდება.
მოქალაქეები დავით- გარეჯის მიმართულებით, საგარეჯოს ცენტრიდან მიკროავტობუსებით გადაადგილებას შეძლებენ,
უსაფრთხოების ზომებს ადგილზე პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები დაიცავენ.
გარეჯის სახალხო დღესასწაული დავით გარეჯის დიდ სამონასტრო კომპლექსთან XX საუკუნის 70-იანი წლებიდან ტარდება.
1988 წლის შემდეგ, გარეჯობა, მხოლოდ ერთხელ, 1997 წელს მცირე მასშტაბით აღინიშნა. შემდგომში მისი აღდგენა, მხოლოდ 20 წლიანი პაუზის შემდეგ, 2018 წლის 21 მაისს მოხერხდა.