მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

თურქეთში აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად, საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. საკონსულო ოჯახის ახლობლებთან კონტაქტზეა.

როგორც “ინფო რუსთავი” წერს, გარდაცვლილია 45 წლის ალექსანდრე ჭიტაური. არსებული ინფორმაციით, ჯინსის სამრეცხაოს განყოფილებაში წყლის გამათბობელი ქვაბი აფეთქდა.

შედეგად, ნანგრევებში ორი ადამიანი მოჰყვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button