თურქეთში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა: 7 ადამიანი დაიღუპა
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ლიჯის საავტომობილო ტრასაზე სამხედრო ავტომობილების კოლონა ააფეთქეს, – გვაცნობებს The Guardian.
თვითნაკეთი მოწყობილობის აფეთქების შედეგად, 7 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ტრაგედიის ადგილზე ძალოვანები და მედიკოსები მუშაობენ.
პასუხისმგებლობა აფეთქებაზე ქურთისტანის მუშათა პარტიას დაეკისრა.