
თურქეთში, საქარიის პროვინციაში, ჰენდეკის რაიონში, ფეიერვერკის ქარხანა აფეთქდა. აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, დაშავდა 74 ადამიანი. მისივე თქმით, აფეთქების დროს ქარხანაში 189 თანამშრომელი იმყოფებოდა. ქარხანა დასახლებული ადგილიდან მოშორებით მდებარეობს.
ქარხანაში აფეთქება ადგილობრივი დროით 11:15 საათზე მოხდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.