თურქეთში პოლიციის განყოფილებასთან აფეთქება მოხდა [Photo/video]

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ დიარბაქირში, პოლიციის განყოფილების წინ ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. უბედური შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, 36 დაიჭრა, – იუწყება თურქული გამოცემა Hurriyet.

ასაფეთქებელი მომწყობილობა პოლიციის განყოფილების შესასვლელთან ამოქმედდა. აფეთქების შედეგად, ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. მოგვიანებით, უცხო პირებმა პოლიციის შენობას ყუმბარმტყორცნები დაუშინეს.

თურქეთის ხელისუფლებამ ტერაქტში ქურდისტანის მუშათა პარტია დაადანაშაულა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე ოფიციალურად არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს სტამბულის ისტორიული ცენტრში, სულთანაჰმეთის მოედანზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელსაც 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 15 ადამიანი კი მძიმედ დაიჭრა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოგანმა განაცხადა, რომ აფეთქება სტამბულის ცენტრალურ მოედანზე სირიელმა ტერორისტმა-კამიკაძემ მოაწყო. მოგვიანებით, ანტალიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი რუსეთის 3 მოქალაქე დააკავეს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”27256″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button