მნიშვნელოვანიმსოფლიო
თურქეთში პოლიციელის სახლზე შეიარაღებული თავდასხმისას 1 სამართალდამცავი დაიღუპა
თურქეთში პოლიციელის სახლზე შეიარაღებული თავდასხმისას დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ერთიც კი დაშავდა, დაჭრილია მოქალაქეც, რომელსაც ბრმა ტყვია აივანზე ყოფნისას მოხვდა. შემთხვევა ქალაქ მერსინში მოხდა, ისმოდა აფეთქების ხმაც.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ბოლო ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, ტერაქტში მონაწილე ყველა პირი მკაცრად დაისჯება.