თურქმა ჰაკერებმა ისრაელში განთავსებული რუსეთის ფედერაციის საელჩოს საიტი გატეხეს

თურქმა ჰაკერებმა ისრაელში რუსეთის ფედერაციის საელჩოს საიტი გატეხეს და რუსეთის გერბი თურქული დროშის გამოსახულებით ჩაანაცვლეს, – იუწყება NEWSru Israel.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჰაკერთა დაჯგუფება Börteçine Siber Tim-მა თავის თავზე აიღო. როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულმა დაჯგუფებამ იანვრის დასაწყიში რუსეთის კავშირგაბმულობის მინისტრის – ნიკოლაი ნიკიფოროვის Instagram-ექაუნთიც გატეხა.

Google-ის ქეშში დამახსოვრებული გვერდის ვერსიაზე ჩანს, რომ იქ ჰაკერებმა თურქეთის დროშა და თურქეთის პირველი პრეზიდენტის – მუსტაფა ქემალ ათათურქის პორტრეტი განათავსეს. მოგვიანებით, ვებგვერდი მიუწვდომელი გახდა. საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა 2015 წლის 24 ნოემბრის შემდეგ დაიძაბა, როცა თურქეთმა სირიაში რუსული ბომბდამშენი Су-24 ჩამოაგდო.

მსგავსი პოსტები

Back to top button