ტურისტები თუშეთიდან ვერტმფრენით გამოყვანეს [Audio]

კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციას დღეს მთავრობის წევრებს კახეთის გუბერნატორი მიაწვდის.

მან სტიქიის ზონა, იქ ჩარჩენილ ტურისტებთან ერთად გუშინ საღამოს დატოვა.

კახეთის გუბერნატორი ირაკლი შოლაშვილი ამბობს, რომ ამ დროისათვის თუშეთიდან ყველა ტურისტი უკვე გამოყვანილია. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო ავიაცია.

პარალელურად მიმდინარეობს თუშეთთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა. დაზიანებულია 500 მეტრამდე მონაკვეთი, რის გამოც ამ მიმართულებით ავტომობილების გადაადგილება შეუძლებელია.

გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი – ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button