თუშეთის ეროვნულმა პარკმა ვიზიტორების მიღება განაახლა
ვიზიტორების მიღება განახლდა თუშეთის ეროვნულ პარკში. ვიზიტორთა ცენტრი თუშეთის ადმინისტრაციულ ცენტრში, ომალოში მდებარეობს.
“თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა და ომალოს ვიზიტორთა ცენტრში უკვე შესაძლებელია სასურველი ტურის დაგეგმვა, განთავსება და ინფორმაციიის მიღება. პარკში 11 ტურისტული საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტებია, რაც უნიკალური გარემოს სრულად დათვალიერების შესაძლებლობას იძლევა-‘აცხადებენ პარკის ადმინისტრაციაში.
მოგზაურობის მსურველებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვა ევალებათ.
ტურისტული სეზონი თუშეთში ხანმოკლეა და მხოლოდ რამდენიმე თვეს გრძელდება.
ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოდან, მაისის შუა რიცხვებამდე, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, თუშეთის სოფლებისკენ მიმავალი საავტომობილო გზა იკეტება.
ზამთრის განმავლობაში, თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, კვირაში ერთ რეისს ასრულებს.