მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
თუშეთის გზა ისევ ჩაიკეტა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/05/tushetis-gza.jpg)
საგზაო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ36-კმ44 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის განმარტებით, გზაზე თოვლი და ზვავსაშიშროებაა.
” სანამ კარგად დათბება, ასეთი შემთხვევები არის- ხოლმე. ჩამოთოვა და გზაზე გადაადგილება,.საფრთხილოა. წვიმების დროსაც ვაფრთხილებთ- ხოლმე მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ წასვლა- მშობლისგან”- განაცხადა კახოიძემ.
მოძრაობა თუშეთის მიმართულებით, 15 მაისიდან აღდგა. გზა ყოველწლიურად, ოქტომბრის ბოლოს იკეტება და თუშეთის სოფლებში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობასთან კონტაქტი, ვერტმფრენით მყარდება.
წელს, თუშეთში 27 მუდმივად მცხოვრები ოჯახი იყო.