კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თუშეთის გზაზე გარდაცვლილი მგზავრი არასრულწლოვანია

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მგზავრი, არასრულწლოვანია.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრები პირია და 15 წლისაა.

არასრულწლოვანთან ერთად მყოფი ორი პირიდან, ერთ-ერთი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულს, სავარაუდოდ ტვინის შერყევა აქვს და ფილტვების დაჟეჟილობა აღენიშნება. მეორე დაშავებული, ავტომობილის მფლობელი, ლადო  გაწირიძე  ახმეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში ახლა გადაჰყავს.

ექიმის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში  არ არის.

შემთხვევა დღეს, დილით, გამთენიისას მოხდა, როცა სამი ადამიანი სოფელ ალვანიდან  თუშეთში მიემგზავრებოდა.

ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა.

გზაზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობაა დაშვებული, ტურისტული სეზონიც დასრულებულია, ამიტომ გზიდან გადავარდნილი მგზავრები დახმარებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button