სიახლეები

თუშეთის გზაზე საჯარო რეესტრის ავტომობილი გადაბრუნდა.

თუშეთის გზაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტომობილი გადაბრუნდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ფშაველი- აბანო- ომალოს გზის მონაკვეთზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და თხრილში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად, მანქანაში მჯდომი არცერთი მგზავრი არ დაშავებულა. დაზინდა მხოლოდ ავტომობილი, რომელიც თხრილიდან ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა ამოიტანეს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, თითქმის ერთი კვირაა, თუშეთში, მოქალაქეების კუთვნილი მიწების აზომვით სამუშაოებს ასრულებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button