მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თუშეთის გზაზე სიმაღლიდან გადავარდნილი მწყემსი საავადმყოფოში გადაიყვანეს

თუშეთის გზაზე დაშავებული, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები, 49 წლის შოთა ლეკაიძე, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ჰოსპიტალის ექიმის, მაია მრელაშვილის განმარტებით, პაციენტს, რამდენიმე ტრავმა აქვს მიღებული.

” მოქალაქეს ქალა- ტვინის დახურული, გულ,- მკერდისა და ბარძაყის ტრავმები აქვს მიღებული და საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. მისი კვლევა ამ წუთში მიმდინარეობს. ოჯახს აქვს სურვილი, რომ ის თბილისში გადაიყვანოს, მაგრამ ამ სერვისის მიწოდება, ჩვენთანაც შესაძლებელია”-განაცხადა მრელაშვილმა.

შოთა ლეკაიძის ახლობლები ამბობენ, რომ მწყემსი თუშეთის გზის საშიშ მონაკვეთში, ზვავზე დაცურდა.

” ფეხი დაუცდა, ზვავზე იცურა, ასე 30 მეტრის მანძილზე და მერე სიმაღლიდან გადავარდა. მეგობარი მწყემსი ჰყავდა გვერდით, რომელმაც სამაშველო გამოიძახა. სასწრაფო დახმარების საშუალებით, გადმოვიყვანეთ ჰოსპიტალში”- თქვა მეგობარმა, ზაქრო რაიბულმა.

შეგახსენებთ, მწყემსი ომალო-აბანო-ფშავლის გზაზე, სიმაღლიდან რამდენიმე საათის წინ გადავარდა. სამაშველო ოპერაცია თითქმის ერთ საათს მიმდინარეობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button