მნიშვნელოვანირეგიონი

თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზა ჩაიკეტა

ფშაველი აბანო ომალოს საავტომობილო გზა უამინდობის გამო ჩაიკეტა, ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო, თუშეთთან დამაკავშირებელი, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 36-40 კმ-ზე, რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა გზა.

ამჟამად, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საავტომობილო გზა დაკეტილია ორივე მიმართულებით.”- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც რადიო ჰერეთთან ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თუშეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ხიზანაიძემ განაცხადა, ამ დროისთვის გზის დაზიანებული მონაკვეთი გაწმენდილია, თუმცა მოსალოდნელი უამინდობის გამო პოლიცია შეზღუდვების მოხსნის შესახებ ხვალ დილით იმსჯელებს.

“დაზიანებული მონაკვეთების გაწმენდა დასრულდა, ათამდე მანქანამ რომელიც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეფერხდნენ ტერიტორია უკვე დატოვა. ადგილზე ამ დროისთვის სპეცტექნიკა მორიგეობს. თუ გზაზე პრობლემები არ შეიქმნა სავარაუდოდ გზა ხვალ დილით გაიხსნება.” აცხადებს ანზორ ხიზანაიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button