სიახლეებისპორტ-ნიუსისპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიო ჩემპიონად მეშვიდედ დასახელდა

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) რეიტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიო ჩემპიონად, კარიერაში მეშვიდედ დაასახელა.

პირველი ჩოგნის სტატუსით სერბმა ავსტრალიის ღია პირველობა, საფრანგეთის ღია პირველობა და უიმბლდონის ტურნირი მოიგო.არადა, ტოკიოს ოლიმპიადაზე და აშშ-ს ღია პირველობაზე,რომ ემარჯვა,- უიშვიათესი ტიტულის, ოქროს სლემის მფლობელი გახდებოდა.

გარდა ამისა,ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ფედერაციამ ავსტრალიელ ეშლი ბარტის მიანიჭა. ბარტი,ისევე როგორც ჯოკოვიჩი,პირველი ჩოგანია ქალთა თანრიგში. მსოფლიოს ჩემპიონი ის მეორედ გახდა.

ბარტიმ წელს პირველად მოიგო უიმბლდონი,ტოკიოში კი წყვილებში,ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა.

პირველად მსოფლიო ჩემპიონი ავსტრალიელი 2019 წელს გახდა.2020 წლის დიდი ნაწილი კი კოვიდ-პანდემიის გამო გამოტოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button