თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ტურისტი ქალი მოკლეს


თელავის რაიონის სოფელ ლეჩურიდან თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, აშშ-ს მოქალაქეს, 1975 წელს დაბადებულ ქალს მამაკაცმა ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა.
დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიების მტკიცებით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.