მნიშვნელოვანირეგიონი

თუშეთში ადგილობრივმა სახლში ადამიანის ჩონჩხი იპოვა

თუშეთში ადგილობრივმა საკუთარ სახლში ადამიანის ჩონჩხი იპოვა.

ცხედრის ნარჩენებს სახლის მფლობელმა სოფელ ომალოში, საცხოვრებელი სახლის სარდაფში მიაგნო.

ადამიანის ჩონჩხი, რომელიც ჭერზე თოკით იყო დაკიდული, სავარაუდოდ, მამაკაცს ეკუთვნის. გარეგნული დათვალიერებით, ექსპერტ- კრიმინალისტები ფიქრობენ, რომ ის წელიწადზე მეტი დროის გარდაცვლილი უნდა იყოს.

ექსპერტებმა არ გამორიცხეს, რომ ცხედარი უცხოელ ტურისტს ეკუთვნის.

მკვლელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი თუ სუიციდის შემთხვევას, გამოძიება დაადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button