მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თუშეთში დაშავებული მწყემსი მაშველებმა თბილისში გადაიყვანეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალისგორში დაშავებული მწყემსი, ექიმების გადაწყვეტილებით, სათანადო კვლევებისა და მკურნალობისათვის, თბილისში გადაიყვანეს.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მწყემსმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები, ფერდობზე დაგორების შედეგად მიიღო. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მამაკაცს სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დასჭირდა. პირველადი დახმარება მას, სოფლის ექიმმა აღმოუჩინა, რომელთანაც ის მწყემსებმა მიიყვანეს.

ექიმის შეხედულებით, დაშავებულის ავტომანქანით ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო, ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, მეხანძრე-მაშველები და ექიმები, თუშეთში თბილისიდან ჩავიდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, მწყემსი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button