მნიშვნელოვანისაქართველო
თუშეთში გზიდან ტურისტული ავტომობილი გადავარდა

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არსებული ინფორმაციით, გზის მე-18 კილომეტრიდან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ. რუსთავი 2-თან საუბარში, ახმეტის მერის მოადგილემ ვაჟა ნასყიდაშვილმა დაადასტურა, რომ არის მსხვერპლი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები შემთხვევის ადგილისკენ მიემართებიან.