მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

თუშეთში მიმავალი საავტომობილო გზა დაიკეტა

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაიკეტა, რის გამოც მოქალაქეები, 2019 წლის მაისის ბოლომდე მანქანით გადაადგილებას ვერ მოახერხებენ.

ასეთი რეჟიმი ფშაველი-ომალოს გზაზე ყოველწლიურად ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება, რაც მთაში თოვლის მოსვლით არის გამოწვეული.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ თუშეთში ავიარეისები კვირაში ერთხელ შესრულდება.

მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილის თქმით, გასულ კვირას ერთი რეისი უკვე შესრულდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button