მნიშვნელოვანირეგიონი

თუშეთში მცხოვრებ მოქალაქეებს სააღდგომო ნობათები გადაეცათ

თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს სააღდგომო ნობათები გადაეცათ.
სააღდგომო საჩუქარი, რომელსაც ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ყოველწლიურად ითვალისწინებს მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობისა და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გადასცეს.

ნობათი თუშეთის ადმინისტრაციულ ცენტრში, სოფელ ომალოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენით გადაიტანეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 6-7 თვის მანძილზე, ადგილობრივ მოსახლეობას ვერტმფრენი კვირაში ერთხელ უფასოდ ემსახურება.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა 6-7 თვის მანძილზე დაკეტილია და ის, მაისის ბოლოს გაიხსნება.

დღევანდელი მდგომარეობით, თუშეთის სოფლებში მუდმივად მცხოვრები, 23 პირია დარჩენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button