თუშეთში მუდმივად დარჩენილი ოჯახები სააღდგომო ნობათს მიიღებენ

თუშეთში მუდმივად დარჩენილი ოჯახები სააღდგომო ნობათს მიიღებენ.
ნობათს თუშეთში დარჩენილებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია გადასცემს.
თანხა მაღალმთიანი სოფლებისათვის, ყოველწლიურ ბიუჯეტშია გათვალისწინებული. სააღდგომოდ საკვები პროდუქტების შესაძენად 8772 ლარია გამოყოფილი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ალექსი ფიცხელაურის განმარტებით, თუშეთში მუდმივად დარჩენილი ოჯახები, ნობათს სხვადასხვა დღესასწაულებზე იღებენ.
“თითქმის რვა თვის განმავლობაში, სამანქანე გზა იკეტება. სასაზღვრო პოლიცია გვეხმარება კომუნიკაციაში და მოსახლეობისთვის უფასო ფრენებს ახორციელებს. თუშეთში მცხოვრებლებს ჩვენ უფასო ინერნეტითაც ვეხმარებით, რომ ბართან კომუნიკაცია გაუადვილდეთ. სასაჩუქრე ნობათს სააღდგომოდ და საახალწლოდ იღებენ. გაზაფხულიდან გზა გაიხსენება და თვითონ შეეძლებენ გადაადგილებას,”– განაცხადა ფიცხელაურმა.
დღევანდელი მდგომარეობით, თუშეთში მუდმივად 27 ოჯახია დარჩენილი.