თუშეთში ოჯახებს საკვები პროდუქტები და მედიკამენტები გადასცეს [Audio]

თუშეთში მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მიუტანეს.

როგორც რადიო “ჰერეთს” კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, რადგან თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა მაისამდე ჩაკეტილია, ადგილობრივების საკვებით და პირველადი დახმარების მედიკამენტებთ მომარაგება ვერტმფრენის საშუალებით მოხდა.

ახმეტის გამგებელის ბექა ბაიდაურის განცხადებით, 2016 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში თუშეთში მაცხოვრებლების სოციალური დახმარების პროგრამა 3 000 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული თანხით მათ წელიწადში ორჯერ 50-50 ლარიან პაკეტებს გადაცემენ. ამ დროისთვის თუშეთის სხვადასხვა სოფლებში სულ 25 ოჯახი ცხოვრობს.

მოუსმინეთ ადგილობრივებს: ირაკლი ხვედაგურიძეს და ელენე გაგოიძეს, ასევე ახმეტის გამგებელს ბექა ბაიდაურს

მსგავსი პოსტები

Back to top button