თუშეთში ზვავი ჩამოწვა – ერთი დაიღუპა და ერთი დაშავდა

თუშეთში ჩამოწოლილმა ზვავმა 27 წლის მამაკაცი იმსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ის მკურნალობის კურს ამ წუთებშიც გადის.

ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. რადიო “ჰერეთის” ინფორმაცით, შემთხვევის ადგილზე ოთხი მამაკაცი იმყოფებოდა. ისინი გზის თოვლისგან გაწმენდას ცდილობდნენ, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა და ორი მათგანი მოიყოლა, ორი კი ზვავს გადაურჩა. ერთ-ერთმა გადარჩენილმა საპატრულო და სამაშველო სამსახური გამოიძახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები. ოთხივე მამაკაცი ახმეტის რაიონში მცხოვრებია. ისინი მთაში ცხვრის გადასარეკად იყვნენ წასულები.

მსგავსი პოსტები

Back to top button