თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა

თუშეთთან დამაკავშირებელი გზა გაზაფხულამდე ჩაიკეტა. თოვლის მაღალი საფარის გამო აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილით მოძრაობა აიკრძალა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თუშეთში ვერტმფრენი მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე რეგულარულად იფრენს.

რაც შეეხება თუშეთში დარჩენილ მუშებს და მოსახლეობას, მათი გადმოყვანა ასევე ვერტმფრენით მოხდება, რადგან უღელტეხილზე მოსული თოვლის გამო მოძრაობა შეუძლებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button