მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“თვალთხარია გახარია”; “სისულელეები გალაპარაკათ გუნდმა”

“თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ “თვალთხარია გახარიას” სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს.” – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ის თვლის, რომ „ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად“.

„მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად. მე ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის მიმართ კი არ არის, ამ დროშის მიმართ კი არ არის, ამ გერბის მიმართ კი არ არის, თქვენი ლოალობა იმ ქვეყნის მიმართ არის, რომელიც წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა, შემდეგ კი, ამის გაპროტესტებისთვის, თქვენი დაგეგმილი სისხლიანი გეგმით დაასახიჩრა უამრავი ადამიანი.

“ვთვლი, რომ ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ამას არ იმსახურებენ ჩვენი ახალგაზრდები. ისინი იმსახურებენ დასავლურ, ნორმალურ, კარგ მომავალს, თქვენ არ გიმსახურებენ, ბატონო გახარია, ჩვენი ახალგაზრდები. ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ! თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს.

“ასევე არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა იმას, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობდეს და ამას ვერ ხედავდეს ძვირადღირებული, დაბურულშუშებიანი მანქანით გადაადგილებული პრემერ-მინისტრი თუ მისი მთავრობის წევრები. ასევე არ იმსახურებს იმას, რომ მსოფლიოს შიმშილის ინდექსით საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობდეს რეგიონში. ასევე არ იმსახურებს იმას, რომ სათამაშო მოედნად აქციოს ჩვენი ქვეყანა ივანიშვილმა და თქვენ პაიკებად გამოგიყენოთ, თქვენც მათ შორის, ისევე, როგორც მინისტრები, საკუთარი გამდიდრებისთვის.

“ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას და როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ჩვენს მმართველობაზე საუბრობთ, გაიხსენეთ ჩვენს დროს 8%-მდე იყო ეკონომიკური ზრდა, ჩვენს დროს ადამიანებს ჰქონდათ უკეთესი მომავლის იმედი. დღეს 4%-მდეც კი არ არის ეკონომიკური ზრდა. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ბიუჯეტს ხრავთ, ბიუჯეტს ჭამთ და სახლში მიგაქვთ ქვეყნის ბიუჯეტი. გადახედეთ თქვენს ქონებას, სოცდაუცველებად მოდიან მინისტრები და ბიუროკრატები და მილიონერებად მიდიან. როგორ ხდება ეს? შეხედეთ თქვენს საცხოვრებელ სახლებს, მანქანებს, როგორ ცხოვრობთ თქვენ და თქვენი ახლობლები და შეხედეთ დანარჩენ მოქალაქეებს. მერე აღარ დაგვიმტკიცებთ ბატონო გიორგი, რომ ამ ქვეყანაში სიღარიბე არ არსებობს, მაშინ, როცა მოსახლეობის 69% ცხოვრობს სიღარიბეში, ეს არის რეალურად სიმართლე”. – განაცხადა ბოკუჩავამ.

“ბატონო პრემიერო, დღეს დილიდან კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის?” – „თქვენთვის დრო არ მაქვს“, „აქ ნუ გამაცდენთო“… – ვინ წაგახალისათ ამისთვის, ძალიან მაინტერესებს? მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?” – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

ბოკერიას თქმით, პრემიერი „დიდ გულზეა ცივილიზებულ ოპოზიციასთან“.

„თქვენ პატივს სცემთ იმათ, ვინც თქვენ გამცირებთ, ეგ არის თქვენი კრედო? პანკისში ხომ არ გაქვთ ოპერაცია ჩასატარებელი, რომ პოლიციის მანქანები დაწვან და მერე ჩავარდეთ და ორ ერზე ილაპარაკოთ ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებთან? თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვები ქვეყანაში, რომ მერე კრიზისი იყოს და ოპოზიციას აბრალოთ ეს კრიზისი? და პოლიტიკური პასუხი არ გვაქვს მაგაზე. დიდ გულზე იმათთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ, ხომ? ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, გვერდით რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ ხომ?

“მარტო თქვენ რომ გამცირებდეთ, ეგ კიდევ არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ქვეყნის კანონებს, სამოქალაქო წესებს ვინც ფეხებზე იკიდებს, – „კონსტიტუცია მკიდია და თქვენი მთავრობაო“, იმასთან უნდა დაწვეთ ხომ და ცივილიზებულ ოპოზიციასთან დიდ გულზე იყოთ აქ ტრიბუნიდან, სანამ უმრავლესობაში ხართ? ეგ არის, ქვეყანას რაც გამოადგება, თქვენი აზრით? ერთი კვირის წინ რომ გამოდიოდით და ილანძღებოდით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას რომ ითხოვთ, პოპულისტები ხართო და ხუთ დღეში გახსენით, ახლა მოგვისმინეთ? ინტერპელაციის გამო ტონი შეიცვალეთ?

“იქნებ რაღაც გაიგოთ. ეს სისულეეები რომ გალაპარაკათ თქვენმა გუნდმა რეიტინგებზე, ტყუილები… იქნებ, გაიგოთ და ნაკლები სისულელე ქნათ შემდგომში, რომელიც თქვენც ნაკლებად დაგაზარალებთ და ქვეყანასაც. მე თქვენი რეპუტაცია არ მაღელვებს”. – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრს უსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button