მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თვალთვალის ფაილების გავრცელება ოპოზიციის წინასაარჩევნო სტრატეგიაა-წულუკიანი

ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაილების გავრცელება არის ოპოზიციის წინასაარჩევნო სტრატეგია, რომლითაც ისინი ქვეყანაში სიტუაციის ესკალაციას ცდილობენ, ასე აფასებენ ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტს მმართველ გუნდში.

“ქართული ოცნების” პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი, ეს არის ფაქტი, ამიტომაც ის პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც არის წამოწყებული… მინდა დავიცვა ადამიანები, ვისაც სჯერა ამ ავანტიურის – იყავით ფრთხილად, ვინაიდან ჩვენ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან და არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, ყოფილი საჯარო მოხელეები, სხვადასხვა პროფესიონალიზმითა და სისუფთავით ცნობილი ხალხი, ვისაც სჯერა ამ პროცესის, აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი. ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ. მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს, რომ თავი უნდა დავიცვათ და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმისგან, რასაც ოპოზიცია ამზადებს არჩევნების შემდეგ,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

13 სექტემბერს მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც.

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button