“თვითმკვლელობა პოლიციის მხრიდან სავარაუდო მუქარის გამო”

22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შემთხვევა 7 აგვისტოს, სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში მოხდა. სტურუამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.

როგორც ახალგაზრდა მამაკაცი წერს, მას ერთ-ერთი ადგილობრივი პოლიციელი, სამართალდამცავებთან თანამშრომლობას აიძულებდა. დემურ სტურუას თქმით მას პოლიციელი იმის შესახებ სთხოვდა ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვის სად ჰქონდა დათესილი მარიხუანა.

დემურ სტურუა წერილში წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიციის, მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მას მოკლავდნენ. გარდა ამისა, სტურუა მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ის მანქანაში ცემეს.

„გემშვიდობებით ყველას, დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა,“-წერს დემურ სტურუა.

წერილი 2016 წლის 7 აგვისტოს, 20 საათსა და 10 წუთზეა დაწერილი.

გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში პოლიციას ადანაშაულებს. მეზობლების თქმით, შემთხვევიდან რამდენიმე საათში, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე მათთან თავად ის პოლიციელი მივიდა, რომელზეც ახალგაზრდა მამაკაცი წერს და სტურუების ოჯახი მოიკითხა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ის ტერიტორიაზე დაახლოებით ნახევარი საათი იმყოფებოდა, რის შემდეგაც წავიდა და აღარ დაბრუნებულა.

პოლიციელი, რომელზეც დემურ სტურუა წერს, ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ. შსს-ს კომენტარს არ აკეთებს, მომხდარზე კი საქმე 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button