კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
თვითმკვლელობა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურემ მორიგეობისას, კუთვნილი ავტომატური იარაღის გამოყენებით თავი მოიკლა.
დაჭრილი სამხედრო საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ
საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.