თვითმმართველობის არჩევნები 2017 – 20,10,2017

ეთერშია სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის ახალი ამბების დამატება – თვითმმართველობის არჩევნები 2017. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ლაგოდეხში მერობის ყველა კანდიდატი მოვიწვიეთ, რათა მათ შორის დებატები შემდგარიყო, თუმცა გადაცემაში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა მათგანმა გადაწყვიტა.

საკუთარ ამომრჩეველთან ჩვენი ეთერით საუბარი არ ისურვეს პარტია “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ჯონდო მდივნიშვილმა, პარტია “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატმა გიორგი ენუქიძემ და “გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველოს” მერობის კანდიდატმა არფენიკ გურგჩიანმა.

ამიტომ დღევანდელი გამოშვების სტუმარია თორნიკე მაჭარაშვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძღაობის” მერობის კანდიდატი.

თავდაპირველად ლაგოდეხში მერობის 5 კანდიდატი იყო რეგისტრირებული, თუმცა ერთი მათგანი “პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი ლაშა მახათაძე ასაკის გამო საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციიდან მოხსნა.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებია. საერთო ჯამში ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს.

მოუსმინეთ გადაცემას, რომელსაც გიორგი ალადაშვილი უძღვება ►

[print_gllr id=64626]

მსგავსი პოსტები

Back to top button