მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თვითმმართველობის არჩევნებზე 40%-იანი ბარიერის შესახებ ინიციატივას კახეთშიც ეხმაურებიან

საკრებულოს მაჟორიტარი წევრები “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ინიციატივას, ერთპარტიული საკრებულოების ჩამოყალიბებისათვის გამიზნულს უწოდებენ. ირაკლი კობახიძის ინიციატივას, თვითმმართველობის არჩევნებზე ბარიერის დაწესების შესახებ, მხოლოდ მმართველი პარტიის მაჟორიტარები იწონებენ.

კობახიძის მოსაზრების დაკანონებას, “ქართული ოცნების” წევრები სწორად მიიჩნევენ.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ” ქართული ოცნებიდან” ნიკოლოზ მაისურაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატისათვის 40%- იანი ბარიერის გადალახვა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

” როცა კანდიდატების სიმრავლეა, შესაძლოა დაბალი მხარდაჭერით, სრულიად მიუღებელი ადამიანი გახდეს სოფლის მაჟორიტარი. ვთქვათ, მიიღო უბრალო უმრავლესობა, გამოდის, რომ დანარჩენი სოფელი, რომელმაც სხვა რამდენიმე პირს მისცა ხმა, გამარჯვებულს მხარს არ უჭერს. ამიტომაც ინიციატივა სწორი მგონია. ღირსეულმა კანდიდატმა, რატომ ვერ უნდა აიღოს მაღალი პროცენტი? “- განაცხადა მაისურაძემ რადიო ჰერეთთან.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ინიციატივას მკაცრად აკრიტიკებენ და თვლიან, რომ ხელისუფლებას ეს გზა, მეორე ტურების ჩასატარებლად და წარმომადგენლობითი ორგანოების მხოლოდ საკუთარი წევრებით დაკომპლექტებისათვის სჭირდება.

” ამის გაკეთება უნდათ იმიტომ, რომ რაც შეიძლება ბევრგან ჩატარდეს მეორე ტურები. მეორე ტურში მაქსიმალურ მობილიზაციას ახდენენ და ერთ კანდიდატს ადვილად უმკლავდებიან. პირველ ტურში უჭირთ, მაღალი პროცენტის დადება. ამათ ხელში, მეორე ტურს ისედაც არ აქვს- ხოლმე აზრი.ამ ინიციატივის დაკანონება არ შეიძლება, რადგან ერთპარტიული საკრებულოებს მივიღებთ”- განაცხადა საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა, სოფელ რუსპირიდან, ზურაბ ნაცარაშვილმა.

ინიციატივას არ ეთანხმებიან საკრებულოს წევრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდანაც.

” პირველ ტურში არ აქვთ წარმატების იმედი, რადგან იციან, ხალხის აზრი. მე ვფიქრობ, უნდათ მეორე ტურებში საკუთარი კანდიდატების გადაყვანა დაერე, მოსყიდვით, დაშინებით და ათასი გზით, გაიყვანონ საკრებულოში. ექვსი კანდიდატი ვიყავით და გავიმარჯვე 35%-,-ით. ხომ გასაგებია, ეს ინიციატივა, რასაც ემსახურება”- განაცხადა მაჟორიტარმა სოფელ ნაფარეულიდან, აბრამ მახარიაშვილმა.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოში მაჟორიტარი წევრის შესაყვანად, უბრალო უმრავლესობის მოპოვება იყო აუცილებელი.

ინიციატივა, თვითმმართველობის არჩევნებში ბარიერის დაწესების თაობაზე, ირაკლი კობახიძემ 24ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააჟღერა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში, 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button