“თვითმმართველობის ორგანოებისადმი მოქალაქეების ნდობა გაუარესებულია”
“თვითმმართველობის ორგანოებისადმი მოქალაქეების დამოკიდებულება, ნდობა და ჩართულობა გაუარესებულია”, – მათ ასევე მწირი ინფორმაცია აქვთ მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ – ასეთია საერთაშორისი გამჭვირვალობა – საქართველოს დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგი.
ანალოგიური გამოკითხვა 2013 წელსაც ჩატარდა. წინა კვლევის შედეგებისგან განსხავებით, შემცირებულია იმ მოქალაქეების რიცხვიც, ვინც ფიქრობს, რომ თვითმმართველი ორგანოები მათ ინტერესებს გამოხატავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია თვლის, რომ მიზეზი საზოგადოებასთან ნაკლები კომუნიკაციაა.
ორგანიზაცია თვითმართველობებს მოუწოდებს ბიუჯეტის ხარჯვის, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი მაქსიმალური გამჭვირვალობით იქნეს უზრუნველყოფილი და საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს ყველა დაინტერესებული პირისთვის.