მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თვითმფრინავში რომელიც ტვერის ოლქში ჩამოვარდა “ვაგნერის” დამფუძნებელიც იმყოფებოდა-ყველა მგზავრი დაიღუპა

ტვერის ოლქის ბოლოგოვის რაიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც სავარაუდოდ იმყოფებოდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი. „როსავიაცია“ იტყობინება, რომ ის მგზავრთა სიაში იყო.
საერთაშორისო მედიები წერენ, რომ თვითმფრინავი პრიგოჟინს ეკუთვნოდა, თუმცა უცნობია, იმყოფებოდა თუ არა იმ მომენტში ის ბორტზე.

ტელეგრამის ზოგიერთი არხის ცნობით, თვითმფრინავში იმყოფებოდა „ვაგნერის“ ერთ-ერთი მეთაური დმიტრი უტკინიც.

თვითმფრინავი დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა.

საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, მასში ათი ადამიანი იყო, ყველა დაიღუპა.

მომხდარის შესახებ პრიგოჟინის სტრუქტურებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. „ვაგნერთან“ დაკავშირებული არხი Grey Zone წერს, რომ თვითმფრინავი თითქოს „საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ჩამოაგდეს“.

როგორც „ბაზა“ იტყობინება Flightradar-ზე დაყრდნობით, თვითმფრინავი მოსკოვში აფრინდა.

ორი თვის წინ „ვაგნერის“ ქვედანაყოფებმა პრიგოჟინის მეთაურობით მოაწყვეს შეიარაღებული მარში მოსკოვზე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებამ ამბოხების კვალიფიკაცია მისცა. ამასთან, „ვაგნერელებმა“ ჩამოაგდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

ფსბ-მ გამოაცხადა, რომ შეწყდა „ვაგნერის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც კერძო სამხედრო კომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით განხორციელებული რეიდის შემდეგ აღიძრა.

„ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან მოლაპარაკებების შემდეგ ბელარუსში გადავიდნენ. მაგრამ პრიგოჟინი დროის უდიდეს ნაწილს კვლავაც რუსეთში ატარებდა.
21 აგვისტოს გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც პრიგოჟინი ამბობს, რომ აფრიკაში იმყოფება. მან ახალი დაქირავებული ჯარისკაცების აყვანის შესახებ განაცხადა.

შეგახსენებთ ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მსგავსი პოსტები

Back to top button